Wednesday, June 8, 2011

rafael santi

Raffaello Sanzio da Urbino[2] (April 6 or March 28, 1483 – April 6, 1520[3]), better known simply as Raphael, was an Italian painter and architect of the High Renaissance, celebrated for the perfection and grace of his paintings and drawings. Together with Michelangelo and Leonardo da Vinci, he forms the traditional trinity of great masters of that period.[4]
Raphael was enormously productive, running an unusually large workshop, and despite his death at 37, a large body of his work remains. Many of his works are found in the Apostolic Palace of The Vatican, where the frescoed Raphael Rooms were the central, and the largest, work of his career. The best known work is The School of Athens in the Vatican Stanza della Segnatura. After his early years in Rome much of his work was self-designed, but for the most part executed by the workshop from his drawings, with considerable loss of quality. He was extremely influential in his lifetime, though outside Rome his work was mostly known from his collaborative printmaking. After his death, the influence of his great rival Michelangelo was more widespread until the 18th and 19th centuries, when Raphael's more serene and harmonious qualities were again regarded as the highest models. His career falls naturally into three phases and three styles, first described by Giorgio Vasari: his early years in Umbria, then a period of about four years (from 1504–1508) absorbing the artistic traditions of Florence, followed by his last hectic and triumphant 12 years in Rome, working for two Popes and their close associates.

en.wikipedia.

Wednesday, May 25, 2011

რაფაელი _ ავტოპორტრეტი

www.google.ru

რენესანსი

რენესანსი ფრანგულად “ახლად შობას”, აღორძინებას ნიშნავს. ეს ფრაზა პირველად გერმანელმა იაკობ ბურკჰარდტმა შემოიღო თავის წიგნში “რენესანსის კულტურა იტალიაში” (1860 წ). აღორძინება არ არის მხოლოდ სტილის ცნება. ესაა დროის, მოვლენის, საზოგადოებრივ პოლიტიკური და კულტურული მოძრაობის გადატრიალების აღმნიშვნელი ცნება.ადამიანი ქმნის მანამდე არნახული მასსტაბების ხელოვნებას, ვითარდება პოეზია, ჰუმანიზმი და ნათელი აზრი.       რენესანსი შედგება სამი პერიოდისაგან: პირველი-ტრეჩენტო ( “სამასი”. ე.ი. ათას სამასი წლიდან XIV საუკუნის ხელოვნება) მეორე-კვატროზენტო (“ოთხასი” ე.ი. ათას ოთხასი წლიდან XV საუკუნის ხელოვნება) მესამე-ჩინკვეჩენტო (“ხუთასი” ე.ი. ათას ხუთასი წლიდან XVI საუკუნის ხელოვნება) აქედან პირველი არის-სამზადისი 9წინარე, პრორენესანსული) მეორე-ადრეული რენესანსი და მესამე-მაღალი აღორძინება, რომლის ღერძიც არის: ლეონარდოს, რაფაელის, მიქელანჯელოს შემოქმედება. 

აკაკი გელოვანი - "რაფაელი"

რაფაელის მოკლე ბიოგრაფია

რაფაელი იტალიის პატარა ქალაქ ურბინოში დაიბადა 1483 წლის 6 აპრილს. მისი სახელი ებრაულად “რვთის წყალობას” ნიშნავს. მამამისი ჯოვანი სანტი მხატვარი და პოეტი იყო. თავიდან თვითონ ასწავლიდა რაფაელს ხატვას, მერე ოსტატი ვიტე, ხოლო ბოლოს პიეტრო ვანუჩი (პერუჯინო). ცნობილია, რომ ერთხელ მიქელანჯელოს ქება გაიგონა პატარა რაფაელმა და გაოცდა: “ვინაა მიქელანჯელო? განა მამაჩემზე კარგად ხატავს?”. რაფაელი პერუჯაში სწავლობდა 1500-1504 წლამდე, ვიდრე ფლორენციაში გადავიდოდა. სამი წლისას დედა გარდაეცვალა, თერთმეტი წლისა კი უმამოდ დარჩა. იგი 1520 წლის 6 აპრილს რომში გარდაიცვალა. რაფაელის შემოქმედება სამ მთავარ პერიოდად იყოფა: უმბირიის ანუ პერუჯის. (პერუჯა არის ქალაქი უმბირიის მხარეში) ფლორენციისა და რომის. 

აკაკი გელოვანი - -"რაფაელი"

უმბრიის პერიოდი

რაფაელი 17 წლისა იყო, როდესაც დახატა “რაინდის სიზმარი”.(1498-1500 წ ). ასევე “სამი გრაცია”, თავისი მასწავლებლის პერუჯინოს პორტრეტი (1500 წ). “წმინდა მიქაელი ამხობს ეშმაკს” (1518 წ). “წმინდა გიორგი კლავს დრაკონს” (1504 წ). “ცმინდა გიორგი” (1506 წ). 


აკაკი გელოვანი - "რაფაელი"

ფლორენცია

რაფაელმა ფლორენციაში შექმნა მადონების ახალი სერია: “ მადონა მწვანეზე” (ვენა). “მადონა ჩიტბატონათი” (უფიცი). “მადონა მშვენიერი მებაღე” (ლუვრი).  


აკაკი გელოვანი - " რაფაელი"

რომი

რაფაელი 25 წლის იყო, როდესაც რომში ჩავიდა. პაპმა იულიუს II, რომელსაც სურდა, რომ წმინდა პეტრეს ტაძარს ყველა სხვა ტაძარი დაეჩრდილა, დაავალა რაფაელს მოეხატა სასახლის ჩრდილოეთის ფრთა, თაღებიანი სტანცები (ოთახები). სამი ოთახი 10 მეტრი სიგრძით, 8 მეტრი სიგანით, და ერთი დარბაზი (10 *15). ცხრა წელი ხატავდნენ რაფაელი და მისი მოსწავლეები ამ სტანცებს. რაფაელს უნდა დაეხატა ადამიანის სულიერი ცხოვრების, მაშინდელი ოთხი მთავარი რეგიონის ამსახველი სურათები. 1.ღვთისმეტყველება (დისპუტი). 2.ფილოსოფია ( ათენის სკოლა). 3.პოეზია (პარნასი). 4. მართმსაჯულება (იუსტიცია ანუ სიბრძნე, ზომიერება და ძალა)

   აკაკი გელოვანი - "რაფაელი"