Wednesday, May 25, 2011
რენესანსი
რენესანსი ფრანგულად “ახლად შობას”, აღორძინებას ნიშნავს. ეს ფრაზა პირველად გერმანელმა იაკობ ბურკჰარდტმა შემოიღო თავის წიგნში “რენესანსის კულტურა იტალიაში” (1860 წ). აღორძინება არ არის მხოლოდ სტილის ცნება. ესაა დროის, მოვლენის, საზოგადოებრივ პოლიტიკური და კულტურული მოძრაობის გადატრიალების აღმნიშვნელი ცნება.ადამიანი ქმნის მანამდე არნახული მასსტაბების ხელოვნებას, ვითარდება პოეზია, ჰუმანიზმი და ნათელი აზრი. რენესანსი შედგება სამი პერიოდისაგან: პირველი-ტრეჩენტო ( “სამასი”. ე.ი. ათას სამასი წლიდან XIV საუკუნის ხელოვნება) მეორე-კვატროზენტო (“ოთხასი” ე.ი. ათას ოთხასი წლიდან XV საუკუნის ხელოვნება) მესამე-ჩინკვეჩენტო (“ხუთასი” ე.ი. ათას ხუთასი წლიდან XVI საუკუნის ხელოვნება) აქედან პირველი არის-სამზადისი 9წინარე, პრორენესანსული) მეორე-ადრეული რენესანსი და მესამე-მაღალი აღორძინება, რომლის ღერძიც არის: ლეონარდოს, რაფაელის, მიქელანჯელოს შემოქმედება.
აკაკი გელოვანი - "რაფაელი"
აკაკი გელოვანი - "რაფაელი"
რაფაელის მოკლე ბიოგრაფია
რაფაელი იტალიის პატარა ქალაქ ურბინოში დაიბადა 1483 წლის 6 აპრილს. მისი სახელი ებრაულად “რვთის წყალობას” ნიშნავს. მამამისი ჯოვანი სანტი მხატვარი და პოეტი იყო. თავიდან თვითონ ასწავლიდა რაფაელს ხატვას, მერე ოსტატი ვიტე, ხოლო ბოლოს პიეტრო ვანუჩი (პერუჯინო). ცნობილია, რომ ერთხელ მიქელანჯელოს ქება გაიგონა პატარა რაფაელმა და გაოცდა: “ვინაა მიქელანჯელო? განა მამაჩემზე კარგად ხატავს?”. რაფაელი პერუჯაში სწავლობდა 1500-1504 წლამდე, ვიდრე ფლორენციაში გადავიდოდა. სამი წლისას დედა გარდაეცვალა, თერთმეტი წლისა კი უმამოდ დარჩა. იგი 1520 წლის 6 აპრილს რომში გარდაიცვალა. რაფაელის შემოქმედება სამ მთავარ პერიოდად იყოფა: უმბირიის ანუ პერუჯის. (პერუჯა არის ქალაქი უმბირიის მხარეში) ფლორენციისა და რომის.
აკაკი გელოვანი - -"რაფაელი"
აკაკი გელოვანი - -"რაფაელი"
უმბრიის პერიოდი
რაფაელი 17 წლისა იყო, როდესაც დახატა “რაინდის სიზმარი”.(1498-1500 წ ). ასევე “სამი გრაცია”, თავისი მასწავლებლის პერუჯინოს პორტრეტი (1500 წ). “წმინდა მიქაელი ამხობს ეშმაკს” (1518 წ). “წმინდა გიორგი კლავს დრაკონს” (1504 წ). “ცმინდა გიორგი” (1506 წ).
აკაკი გელოვანი - "რაფაელი"
აკაკი გელოვანი - "რაფაელი"
ფლორენცია
რაფაელმა ფლორენციაში შექმნა მადონების ახალი სერია: “ მადონა მწვანეზე” (ვენა). “მადონა ჩიტბატონათი” (უფიცი). “მადონა მშვენიერი მებაღე” (ლუვრი).
აკაკი გელოვანი - " რაფაელი"
აკაკი გელოვანი - " რაფაელი"
რომი
რაფაელი 25 წლის იყო, როდესაც რომში ჩავიდა. პაპმა იულიუს II, რომელსაც სურდა, რომ წმინდა პეტრეს ტაძარს ყველა სხვა ტაძარი დაეჩრდილა, დაავალა რაფაელს მოეხატა სასახლის ჩრდილოეთის ფრთა, თაღებიანი სტანცები (ოთახები). სამი ოთახი 10 მეტრი სიგრძით, 8 მეტრი სიგანით, და ერთი დარბაზი (10 *15). ცხრა წელი ხატავდნენ რაფაელი და მისი მოსწავლეები ამ სტანცებს. რაფაელს უნდა დაეხატა ადამიანის სულიერი ცხოვრების, მაშინდელი ოთხი მთავარი რეგიონის ამსახველი სურათები. 1.ღვთისმეტყველება (დისპუტი). 2.ფილოსოფია ( ათენის სკოლა). 3.პოეზია (პარნასი). 4. მართმსაჯულება (იუსტიცია ანუ სიბრძნე, ზომიერება და ძალა)
აკაკი გელოვანი - "რაფაელი"
აკაკი გელოვანი - "რაფაელი"
" სიქსტინის მადონა "
სურათი რომში დაიხატა, პიაჩენცას ბენედიქტინელთა სამონასტრო ეკლესიის ბერების დაკვეთით. (1516 წ). მადონას მარჯვენა მხარეს დახატულია სიქსტუს II-პაპი წმინდანი. მარცხენა მხარეს დგას თავდახრილი წმინდა ბარბარე. პიაჩენჩას მფარველი. სიქსტუს II იყო პაპი და იგი 258 წელს ღვთისმსახურების დროს მოკლეს ექვს დიაკონთან ერთად. იმპერატორ ვალერიანის ბრძანებით,ამიტომ იგი წმინდანად სერაცხეს.პიაჩენცას ბერებს პული სჭირდებოდათ და 70 კილოგრამ ოქროდ მიჰყიდეს სიქსტინის მადონა ფრიდრიხ ავგუსტ II საქსონიელს, ასე მოხვდა სურათი დრეზდენში. ამ სურათში რაფაელმა მიაღწია თავისი შემოქმედების მწვერვალს.
აკაკი გელოვანი - " რაფაელი "
აკაკი გელოვანი - " რაფაელი "
" დისპუტი "
რაფაელის სტანცებში პირველად უნდა შესრულებულიყო “დისპუტი”. ფრესკაზე ორი “სართულია” ცა და მიწა. ცენტრში, ოქროს შარავანდედით გასხივოსნებულ რკალში ზის ხელაწეული ქრისტე. აქეთ-იქედან ღრუბლებზე სხედან ღვთისმშობელი და იოანე ნათლისმცემელი. ზემოთ ჯვრით მამა ღმერთია, ქვემოთ კი თეთრი მტრედი, სულიწმინდის სიმბოლო. ორივე მხარის ზემოთ ანგელოზთა დასები დაფრინავენ, ხოლო ქვემოთ მოციქულები ღრუბლებზე სხედან-ეს ცაში ხდება, დაბლა კი ცენტრში დგას საკურთხეველი, ზედ წმინდა ძღვენია, ზედაშე, სეფისკვერი, ზიარების სიმბოლო, რაზედაც არის გამართული დისპუტი. საკურთხევლის ორივე მხარეს არიან საქრისტიანოს გამოჩენილი მოღვაწეები, მეცნიერები, მოაზროვნეები, ღვთისმეტყველები. (საკურთხევლის მარჯვენა მხარეს წმ. ავგუსტინეს ფიგურაა, სინამდვილეში ესაა იულიუს II)
აკაკი გელოვანი - "რაფაელი"
აკაკი გელოვანი - "რაფაელი"
"ათენის სკოლა "
”. დისპუტის მოპირდაპირე კედელს ავსებს “ათენის სკოლა”. მარცხნივ ნიშში არის აპოლონი, მარჯვნივ ათენა. პლატონი არის ლეონარდო, არისტოტელე კი მიქელანჯელო. მარჯვნივ ძველ ასტრონომთა შორის არის თვით რაფაელი. პლატონი არის გონება, ხოლო არისტოტელე წარმოსახვა. პლატონს და არისტოტელეს ხელში უჭირავთ წიგნები: “ტიმეოსი” და “ეთიკა”. მარცხნივ სოკრატე ალკიბეადეს ესაუბრება, პითაგორას მუხლებზე წიგნი აქვს გადაშლილი. მის წინ ზის და დიდ კუბს ეყრდნობა ღრმად ჩაფიქრებული ფილოსოფოსი ჰერაკლიტე. (სინამდვილეში ესაა მიქელანჯელო) კიბეზე დიოგენე დგას, არქიმედი რვაკუთხედს ხაზავს, ზოროასტრს ხელში ციური სფერო უჭირავს, პტოლემეოსს მიწის, უკან ორი სახეა, მხატვარ პერუჯინოსი და თვითონ რაფაელის წარწერით “რაფაელ ურბინოელი საკუთარი ხელით ".
აკაკი გელოვანი - " რაფაელი"
აკაკი გელოვანი - " რაფაელი"
"პარნასი"
რაფაელმა პარნასი 1511 წელს დაიწყო. მას უნდა მოეხატა ოდნავ მცირე ზომის კედელი, რომლის ქვემოთაც ფანჯარა იყო. ფანჯრის თავზე მთაა, რომლზეც ზის დაფნით მოსილი და მუზებით გარშემორტყმული აპოლონი. (სინამდვილეში ესაა რაფაელის თანამედროვე მუსიკოსი ჯაკომო სანსეკონდა, რომელიც კითარის ნაცვლად ვიოლას უკრავს. რაფაელმა ის იულიუსის თხოვნით დახატა.) სურათზე ოცდაათამდე ფიგურაა, ცისფერი, მწვანე მოლი, შორი მწვერვალი, დაფნის ხეები, ყველაფერი სამყაროს ჰარმონიას ემსახურება.
აკაკი გელოვანი - "რაფაელი"
აკაკი გელოვანი - "რაფაელი"
"მესა"
სტანცების ერთ-ერთი სურათი არის “მესა” ან “სასწაული ბოლონიაში”. (1510 წ) ლეგენდისტანცების კიდევ ერთი სურათი ს თანახმად XVIII საუკუნეში ბოლონიაში საზეიმო მესის დროს, დაეჭვებული მღვდლის ხელში სეფისკვერს სისხლი წამოუვიდა. სასწაულს შესცქერის იულიუს II, ყველა ურწმუნო გერმანელ მღვდელს უყურებს. ფრესკის სიგანეა 6,6 მეტრი
აკაკი გელოვანი - "რაფაელი"
აკაკი გელოვანი - "რაფაელი"
Friday, May 20, 2011
Subscribe to:
Comments (Atom)

































